×
×

20 მაისი, 2014

"ქართულმა ოცნებამ" ჩოხატაურში კანდიდატები დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს დაასახელა.

კინოთეატრ "გურიაში“ შეკრებილ საზოგადოებას მმართველი კოალიციის გამგებლობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჭკუასელმა წარუდგინა:

_ ირაკლი არის ღირსეული კანდიდატი. კანდიდატი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩოხატაურს, _ აღნიშნა ჭკუასელმა.

ირაკლი კუჭავას თქმით, ის და მისი გუნდი ჩოხატაურისთვის ყველაფერს გააკეთებს.

გუნდი კი, რომელიც კოალიციამ შეარჩია, ასე გამოიყურება: დაბაში მმართველ ძალას ზაალ მამალაძე წარადგენს, ბუკისციხეში _ ქეთევან სიხარულიძე, ამაღლებაში _ გოჩა სეხნიაშვილი, გოგოლესუბანში _ ვახტანგ ბერძენიშვილი, გორაბერეჟოულში _ დავით ტყეშელიაძე, გუთურში _ ლაშა თოლორდავა. დაბლაციხეში _ გოჩა ჯიქია, დიდივანში _ ვახტანგ გაჩეჩილაძე, ერკეთში _ რამაზ უჯმაჯურიძე, ზემოსურებში  _ ოთარ სოროზანიშვილი, ზემოხეთში _ ერეკლე უღრელიძე, ზომლეთში _ რეზო ვადაჭკორია, ზოტში _ უშანგი ართმელაძე, კოხნარში _ დათო ვაჩეიშვილი, ნაბეღლავში _ ალექსანდრე შარაშიძე, საჭამიასერში  _ ალეკო კვინტრაძე, ფარცხმაში _ მალხაზ ჩხიკვაძე, ქვენობანში _ დავით გუდავაძე, შუა ამაღლებაში _ ვლადიმერ სიხარულიძე, შუასურებში _ დავით ტრაპაიძე, ჯვარცხმაში _ მარინე ბერიძე, ხევში _ გოჩა _ თოდრია, ხიდისთავში _ მაია გიორგაძე,

პარტიული ათეული, რომელიც შეხვედრაზე არ გაუჟღერებიათ, ასე გამოიყურება: ზაალ მამალაძე, გოჩა ჯიქია, დავით შარაშიძე, თამაზ ჯინჭარაძე, ზვიად მამალაძე, მაია გიორგაძე,  გია გვენეტაძე, მანანა მინდაძე, მაია პაიჭაძე და შალვა ჩანტლაძე.

შეხვედრას ლანჩხუთის მაჟორტარი დეპუტატი, თემურ ჩხაიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე  და ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე ესწრებოდნენ.